ქობულეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

11 ოქტომბერი 2022, 14:34 1049 ნახვა

ქობულეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ცვლილება შევიდა მუნიციპალიტეტის  2022 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში. ფინანსური დოკუმენტი 52 მილიონი ლარი გახდა. ცვლილებების პროექტი ბიუჯეტის ქობულეთის მერის პირველმა მოადგილემ წარადგინა.

სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის წევრებმა  ინიციატივა დააყენეს, რომელიც მუნიციპალიტეტში არსებულ სააღმზრდელო დაწესებულებებში ფსიქოლოგის შტატის დამატებას და სოფლის ამბულატორიების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ეხებოდა.

ოპოზიციის ინიციატივას ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარემ "ყურადსაღები" უწოდა და აღნიშნა, რომ საკითხით დაინტერესდებიან.

დღესვე საკრებულოს სხდომაზე ცვლილება შევიდა მერიის საშტატო ნუსხაში, რომლის მიხედვითაც არქიტექტურის სამსახურს 3 პირი დაემატება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში