სამეგრელოში ზარალის დათვლა დაიწყო

11 ოქტომბერი 2022, 14:05 1006 ნახვა

სამეგრელოში ზარალს ითვლიან. უხვმა ნალექმა წალენჯიხაში პრობლემები შექმნა. ცენტრალურ გზაზე ჩამოწვა მეწყერი და ჩახერგა გზა, რის გამოც ავტომობილების გადაადგილება რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. სტიქიის შედეგად სამეგრელოს მუნიციპალიტეტების უმრავლესობას მიადგა ზიანი.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტებში.

სოფლებში განადგურებულია შიდა საუბნო გზები, დაზიანებულია ხიდები, წყალმა დატბორა საცხოვრებელი სახლებიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში