საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს ვენეციის კომისია განიხილავს

11 ოქტომბერი 2022, 19:28 573 ნახვა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ოპოზიციის ინიციატივას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მხარი არ დაუჭირა. რა ცვლილებებს გულისხმობს ოპოზიციის წარდგენილი დოკუმენტი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. თუმცა პროექტის ავტორები ამ ეტაპზე მექანიკური გადათვლის აუცილებლობაზე საუბრობენ, ასევე ამბობენ, რომ აუცილებელია საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველებისთვის არჩევნებში მონაწილეობა იყოს უზრუნველყოფილი. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ ისინი დიდი ხანია ოპოზიციას ერთობლივი დოკუმენტის შექმნაში მონაწილეობას სთავაზობდნენ, ახლა კი ეუთოს ორი დოკუმენტის გაცნობა მოუწევს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში