სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

12 ოქტომბერი 2022, 11:06 475 ნახვა

ევროკომისიის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით შექმნილი ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა იურიდიულ კომიტეტში დღეს გაიმართება.

შეხვედრაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ გაუმჯობესებაზე იმსჯელებენ. კანონპროექტი უახლოეს მომავალში იურიდიულ კომიტეტზე დაინიცირდება.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ცვლილებები ამ უწყებების დამოუკიდებლობის გაზრდისა და ფუნქციების გაძლიერებისთვის შემუშავდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში