მოლაპარაკება მოსახლეობასთან

19 იანვარი 2017, 00:00 2433 ნახვა

თხილვანაში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს კიდევ ერთხელ შეხვდებიან. 62 ოჯახი ერთ კვირაზე მეტია საფრთხის ქვეშაა. იქ არსებულ მდგომარეობას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლები ადგილზე შეისწავლიან. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელის განცხადებით, ამ ეტაპზე ოჯახებს დროებით საცხოვრებლებში გადაიყვანენ, მოგვიანებით კი მათთვის სხვა სახის დახმარების გაწევაზეც იმსჯელებენ. შეგახსენებთ, 10 იანვარს გააქტიურებულმა მეწყერმა ოჯახებს საფრთხე შეუქმნა. ჩამოწოლილმა მიწის მასამ მდინარის კალაპოტი ჩაკეტა. ადგილობრივები შიშობენ, რომ საფრთხე თოვლის დნობისას მოიმატებს. გეოლოგების დასკვნით 62 ოჯახი განსახლებას საჭიროებს, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ქირით გაყვანის შეთავაზებაზე, ისინი უარს ამბობენ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში