საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონულ წარმომადგენელს მაჩეი ჩურას შეხვდა.

12 ოქტომბერი 2022, 17:23 667 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის  რეგიონულ წარმომადგენელს მაჩეი ჩურას შეხვდა.შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს პრიორიტეტული სექტორების განვითარების მიმართულებით. აღინიშნა, რომ თანამშრომლობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ერთობლივი მსხვილი საინვესტიციო პროექტების მიმართულებით, არამედ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კონტექსტშიც. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და აღნიშნული რეფორმების განხორციელების კუთხით ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში