შალვა პაპუაშვილი სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

12 ოქტომბერი 2022, 21:16 596 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ჟინ-პიო კიმს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა კორეული მხარის მიმართ კოვიდ-19 პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის.

„შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია კორეის რესპუბლიკის გამოცდილებითა და საუკეთესო პრაქტიკით ლოჯისტიკური ინდუსტრიის, „ჭკვიანი“ ტექნოლოგიების, სტარტაპების განვითარების მიმართულებებით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ 2022 წელს აღინიშნება საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავი. შეხვედრა გაიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ რუანდაში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სადაც საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეა იმართება“, – აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში