ბიუჯეტის პროექტის განხილვა

13 ოქტომბერი 2022, 11:20 568 ნახვა

მომავალი წლის ბიუჯეტი დღეს პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხია. განხილვების დასრულების შემდეგ დოკუმენტი კანონმდებლების შენიშვნებით მთავრობას უკან დაუბრუნდება. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ 2023 წლის ბიუჯეტს დეკემბერში დაამტკიცებენ.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მომავალ წელს 21 მლრდ 302 მილიონით განისაზღვრება და მასში სხვადასხვა უწყებისთვის - მათ შორის ძალოვანი სტრუქტურებისთვის დაფინანსება გაზრდილია.

ბიუჯეტზე იმსჯელებენ ჯანდაცვის კომიტეტშიც, სადაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა პენსიები იქნება. რა თანხაა დაგროვებული საპენსიო ფონდში და როგორ მიმდინარეობს პროცესი? ბოლო მონაცემებს გასული წლის დეტალურ ანგარიშთან ერთად კანონმდებლებს საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი თავად გააცნობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში