19 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში თბილი ამინდია მოსალოდნელი

13 ოქტომბერი 2022, 12:45 724 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი ამინდი. ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობში +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოში კი გრილი, ღრუბლიანი, ნისლიანი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ბარში +14, +19 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში 19 ოქტომბრამდე დროგამოშვებით მოიღრუბლება და იწვიმებს, შესაძლებელია ნისლიც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +17, +19 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში