“საყოველთაო ჯანდაცვა”

19 იანვარი 2017, 00:00 2456 ნახვა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ეხმაურება, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას შესაძლოა რამდენიმე კლინიკა გამოეთიშოს და ამის მიზეზი, პროგრამის თანხების არამიზნობრივი ხარჯვაა.  ხუნდაძის განცხადებით,  მნიშვნელოვანია სამედიცინო დაწესებულებაში ხარისხი გაუმჯობესდეს. როგორც ამბობს, ამ პროცესებისთვის მუშაობა ჯანდაცვის კომიტეტში წელიწადნახევრის წინ დაიწყო, და კლინიკების მონიტორინგიც ხორციელდებოდა. ხუნდაძის თქმით, სახელმწიფო მკაცრი იქნება იმ კლინიკების მიმართ ვინც აღნიშნულ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს.

ამავე კატეგორიაში