შეხვედრა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან

14 ოქტომბერი 2022, 11:40 435 ნახვა

საქართველოსა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, აგრეთვე მიმდინარე და სამომავლო პროექტები - ამ საკითხებზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა შეხვედრისას.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მუშაობაში აქტიურად არის ჩართული და 2017 და 2021 წლებში წარმატებით დაასრულა აღნიშნული ჯგუფის კოორდინაცია. შეხვედრაზე ითქვა, რომ რეგიონული ჯგუფის კოორდინატორის რანგში, საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას მაღალი შეფასება მისცა ორგანიზაციის დელეგაციამ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში