პრემიერის და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა

17 ოქტომბერი 2022, 12:30 616 ნახვა

ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა. განსახილველ საკითხებს შორის იყო ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების მზარდი დინამიკა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

აღინიშნა, რომ წლების განმავლობაში ნორვეგიის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორის, მნიშვნელოვანმა დახმარებამ დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის დემოკრატიულ რეფორმებსა და ინსტიტუციონალურ მოდერნიზაციაში, ასევე მის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.

ხაზი გაესვა მჭიდრო პოლიტიკური დიალოგის აუცილებლობას. საუბარი შეეხო შავი ზღვის კავშირის გაძლიერების მიმართულებით მუშაობის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აქვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში