ენმ აუდიტის სამსახურს მიმართავს

17 ოქტომბერი 2022, 11:16 735 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური'' მოძრაობის ხელვაჩაურის ორგანიზაცია სახელმწიფო აუდიტს განცხადებით მიმართავს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიშა ბოლქვაძის თქმით, გასულ წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა 11 მილიონი ლარი დახარჯა რამდენიმე სოფლის გაზიფიკაციის, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისა და ახალსოფლის საბავშვო ბაღის მშენებლობაზე, რომლებიც ამჟამად არ ფუნქციონირებს.

მისივე განცხადებით, წელს ეს უკვე მე-11 განცხადებაა, რომელიც საგამოძიებო უწყებაში მოიტანეს, იმის მიუხედავად, რომ არც ერთ მათგანზე პასუხი არ მიუღიათ და არ არის ცნობილი დაიწყო თუ არა საგამოძიებო მოქმედებები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში