ანტიკორუფციული მოძრაობის ბრიფინგი და აჭარის განათლების სამინისტროს გამოხმაურება

17 ოქტომბერი 2022, 14:33 1049 ნახვა

,,ანტიკორუფციული მოძრაობა" აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროსგან კითხვაზე პასუხს მოითხოვს. რამდენად უსაფრთხოა აჭარის საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოების პარალელურად სწავლა?! როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, ასეთია მე-2; მე-8; მე-10; მე-20; 22-ე; 26-ე საჯარო სკოლები. ბრიფინგზე ორგანიზაციის წევრმა ყურადღება გაამახვილა ასევე ქედის საჯარო სკოლაზე, სადაც მისივე განმარტებით, ისე განახლდა  ახალი სასწავლო წელი სკოლაში, რომ სარემონტო სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული, უფრო მეტიც, პროექტი ჯერ არ ჩაბარებულა. ორგანიზაციაში კორუფციულ ნიშნებზე საუბრობენ.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, განცხადებით,  მასშტაბური პროექტების განხორციელება საზაფხულო არდადეგების დროს, 3 თვის განმავლობაში შეუძლებელია.

ჯემალ სურმანიძის თქმით,  ამ დროს  სწავლა მიმდინარეობს დისტანციურად, ალტერნატიულ ფართში, ან საკლასო ოთახებში ისე, რომ მოსწავლეების უსაფრთხოება დაცულია.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში