დღეს მთავრობის სხდომა გაიმართა

17 ოქტომბერი 2022, 17:45 517 ნახვა

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წვერებმა  დღის  წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „გოგნის ქარის ელექტროსადგურის“ პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“,  რომელიც თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ქარის ელექტროსადგურების  მოწყობას  ითვალისწინებს. მთავრობის წევრებმა  ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტები ,,პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ“, რომლის საფუძველზეც რვა კომპანიას საერთაშორისო სტატუსი მიენიჭება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში