ლევან დავითაშვილი პრაღაში ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება

17 ოქტომბერი 2022, 18:22 1081 ნახვა

„საქართველო მტკიცედ რჩება ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებისა და ეკონომიკურ ინტეგრაციის არჩევანის ერთგული და ახორციელებს რეფორმების ფართო სპექტრს, რომლებიც მიზნად ისახავს არა მხოლოდ ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, არამედ ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების ხელშეწყობას სხვადასხვა სფეროში“, - განაცხადა  საქართველოს ვიცე-პრემიერმა, პრაღაში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნეს ფორუმის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.  ლევან დავითაშვილმა  აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობის რეალისტური პერსპექტივა ძლიერი მოტივაციაა ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის. ვიცე-პრემიერს  ჩეხეთში ვიზიტის ფარგლებში   დაგეგმილი აქვს შეხვედრები სხვადასხვა თანამდებობის პირებთან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში