საქართველოს პარლამენტში პროკურორის არჩევის წესის ცვლილებას განიხილავენ

17 ოქტომბერი 2022, 20:02 627 ნახვა

იურიდიულ კომიტეტზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელეს. ცვლილებები გენერალური პროკურორის არჩევის წესს შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც პროკურორის არჩევა 6 წლის ვადით და კვალიფიციური უმრავლესობით, 90 ხმით მოხდება. თუ პროკურორი ამ ფორმით ვერ იქნა არჩეული, მაშინ ის 1 წლის ვადითა და 76 ხმის უმრავლესობით აირჩევა. მმართველი გუნდისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების ამ ფორმით დარეგისტრირება მიუღებელია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ჩანაწერი ევროკომისიის დოკუმენტში დევს ისინი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ- აქტიურად ჩაერთონ  განხილვის პროცესში. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, დაუჭერენ თუ არა მხარს გენერალური პროკურორის არჩევის წესს,მეორე ნაწილისთვის კი პროკურორის არჩევა 1 წლის ვადით მიუღებელია-შესაბამისად დოკუმენტს მათი მხარდაჭერა არ ექნება.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში