პოლიტიკური განცხადებები

18 ოქტომბერი 2022, 15:00 641 ნახვა

პარლამენტის პლენარული სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. დეპუტატებმა პატივი მიაგეს 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას. პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა გარდაცვლილი მოზარდის  ოჯახს და ახლობლებს მიუსამძიმრეს.

ოპოზიცია თბილისის მერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის აუცილებლობაზე საუბრობს, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ  ყველა კითხვას პასუხს გამოძიება გასცემს. 

განცხადებები გაკეთდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე - მმართველმა გუნდმა ამ რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის მოხსენიება გააკრიტიკა, ''ნაციონალური მოძრაობა'' კი ''ქართულ ოცნებას'' აკრიტიკებს.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, ხელისუფლება სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს, რადგან რეზოლუციას, რომელშიც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ არის გამოცხადებული, ''ქართული ოცნების'' მხარდაჭერა არ აქვს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში