სახალხო დამცველის შერჩევის პროცედურები-კონსულტაციები ოპოზიციაში

18 ოქტომბერი 2022, 17:45 620 ნახვა

ლელო“, „სტრატეგია  აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა" სახალხო დამცველის 3 კანდიდატს დაასახელებს, რომელსაც არასამთავრობო სექტორმა გაუწია რეკომენდაცია. კერძოდ, ისინი კანდიდატებად ანა აბაშიძეს, ნაზი ჯანეზაშვილის და გიორგი ბურჯანაძეს წარადგენენ. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მათ კონსულტაციების შედეგად მიიღეს, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა. მმართველი გუნდის ოპონენტებს  მინიმუმ 7 კანდიდატი სპეციალური კომისიის მიერ შეფასებული 19 ადამიანიდან უნდა შეერჩიათ. შეხვედრის დასრულების შემდეგ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა აღნიშნა, რომ მის ნდობას მხოლოდ 3 კანდიდატი იმსახურებს და სხვას არ დაასახელებს იმის გამო, რომ 7 კანდიდატი შეავსოს. 7 კანდიდატის დასახელებაზე  ლელოს ლიდერი  აცხადებს, რომ არსად არის განსაზღვრული, რომ ერთმა პარტიამ უნდა დაასახელოს. მსგავსი პოზიცია აქვს "ნაციონალურ მოძრაობასაც". ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ კანდიდატების 7- მდე შევსება "ქართულ ოცნებას" და სხვა საპარლამენტო პარტიებს მოუწევთ.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში