ე.წ. ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულია 9 ადამიანი

18 ოქტომბერი 2022, 19:33 754 ნახვა

ვაკის პარკის შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩართული კომპანიის „გრინსერვის პლუსის” დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და კიდევ 8 პირი დააკავეს, მათ შორის, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ  კახა მურადაშვილმა განაცხადა. მანვე თქვა, რომ შესაძლოა გაიზარდოს ბრალდებულთა წრე. ლაშა ფურცხვანიძე დაკავებულია ორი მუხლით  გულგრილობით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით. ასევე დაკავებულია „მშენ-ექსპერტის“ დირექტორი ნუგზარ ქიტიაშვილი და ამავე კომპანიის ინსპექტორი დათო თუთიშვილი, მათ  ბრალად  ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღება ედებათ. 13 ოქტომბრის ტრაგედიიდან დღემდე საკითხთან დაკავშირებით არაერთი კომენტარი კეთდება.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში