პროკურორის არჩევის წესი - საკონსტიტუციო ცვლილებები

19 ოქტომბერი 2022, 11:16 660 ნახვა

პარლამენტმა გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. პროექტი პროკურორის 90-ხმიანი კვორუმით არჩევას ითვალისწინებს.

თუ აღნიშნული წესით პარლამენტი გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, მაშინ მისი არჩევა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ანუ 76 ხმით მოხდება.

ამ შემთხვევაში გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა იქნება ერთი და არა ექვსი წელი, როგორც ეს 90 ხმით არჩევის შემთხვევაშია გათვალისწინებული.

საკონსტიტუციო ცვლილებები “ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ არის ინიცირებული.  

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში