“ნაციონალური მოძრაობის”  წევრების გამოკითხვა

19 ოქტომბერი 2022, 11:13 593 ნახვა

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის მალხაზ თავდგირიძის გამოკითხვა დღესაც გრძელდება. მას საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია, გუშინ  კი უწყებამ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან ელგუჯა ბაგრატიონი და ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი მამუკა ჯევაიში გამოკითხა.

საქმე ეხება ყოფილი თანაპარტიელის ბრალდებას შანტაჟის და პერსონალური ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემის შესახებ. 

ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ მათ ჩამოართვეს მობილური ტელეფონები, თუმცა საგამოძიებო სამსახურს არ წარუდგენია  შესაბამისი დოკუმენტაცია და არ განუმარტავთ რა საკითხზე იმყოფებოდნენ უწყებაში.

რაც შეეხება ყოფილი თანაპარტიელის ბრალდებებს, ნაციონალური მოძრაობის წევრები ირწმუნებიან, რომ  აბსურდია მალხაზ თავდგირიძის განცხადება და მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.  მათ მიაჩნიათ, რომ ეს პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას რუსული მეთოდებით  ებრძვიან. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში