საგარეო მინისტრი პარლამენტში - შეფასებები

20 ოქტომბერი 2022, 17:33 575 ნახვა

რატომ ვერ მიიღო საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი? რატომ არ ჩავიდნენ ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში და როგორი იყო საგარეოს პასუხი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტზე, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა. სწორედ ამ კითხვებზე პასუხები აინტერესებთ დეპუტატებს საგარეო საქმეთა მინისტრისგან, რომელმაც მათ დღეს უწყების საქმიანობის ანგარიში ჩააბარა. სწორედ ევროინტეგრაციაზე საუბრით დაიწყო პასუხების გაცემა დარჩიაშვილმა და თქვა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ყოფილიყო ხელშესახები შედეგი. ოპოზიციამ ქვეყნის პირველ დიპლომატს ევროკავშირის   რეკომენდაციებიც შეახსენა და ჰკითხეს, რომელი შესრულდა 12 მოთხოვნიდან.   

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში