შეხვედრა აჭარის მთავრობაში

20 ოქტომბერი 2022, 17:36 630 ნახვა

თორნიკე რიჟვაძე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მერიოტ ინტერნეიშენალის ვიცე პრეზიდენტ პანკაი ბირლას შეხვდა. როგორც მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე აჭარაში უპრეცედენტო ტურისტული სეზონის და ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ტურიზმის სწრაფი აღდგენა განპირობებული იყო სწორი პოლიტიკის განხორციელებით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ურთიერთ თანამშრომლობით, საერთაშორისო ფრენების დამატებით, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით. 2022 წელს ბათუმში ბრენდულ სასტუმროებში დატვირთვა და შემოსავლები სრულად აღდგა. ბათუმში გაფართოვდა ,,მერიოტის“ ქსელი. ქვეყანაში ტურიზმიდან შემოსავალმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. წელს აჭარის რეგიონში ფრენები დამატებით ხუთმა ახალმა ავიაკომპანიამ განახორციელა. ვიდეომასალა აჭარის მთავრობამ მოგვაწოდა.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში