კელი დეგნანი სანქციებზე

20 ოქტომბერი 2022, 20:14 761 ნახვა

კელი დეგნანმა სანქციების შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა. იქნება თუ არა სანქცირებულთა სიაში შემდეგი ბიძინა ივანიშვილი?! - ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ამბობს, რომ ეს შეკითხვა პრეზიდენტ ზელენსკისთანაა. რაც შეეხება ამერიკის სანქციებში ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების შესაძლო მოხვედრას, კელი დეგნანი განმარტავს, რომ ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება შეერთებულ შტატებში მიიღება საჯაროდ და შესაბამისი ინფორმაციაც მყისიერად ხდება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში