ნიკა ობოლაძემ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა

21 ოქტომბერი 2022, 09:55 474 ნახვა

ნიკა ობოლაძემ "ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. მისივე განმარტებით, "ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არის ის ენერგია და სურვილი, რომ გამოიწვიოს რაიმე ცვლილებები ქვეყანაში. 

"ნაციონალურ მოძრაობაში სამწუხაროდ არ არის ის ენერგია და სურვილი, რომ ქვეყანაში რაიმე ცვლილებები გამოიწვიოს. დავტოვე პარტია იმიტომ, რომ არ მიმაჩნია სწორად ვიყო ჩუმად და ვუყურო სტატუს კვოს შენარჩუნებას ოპოზიციაში, როდესაც ქვეყანას ვკარგავთ. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ არის ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში, არ შეიძლება ასე გულხელდაკრეფილი ვუყურებდეთ ოპოზიციის უსუსურობას“, - განაცხადა ობოლაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში