ბათუმი ავარიული სახლების გარეშე - ენმ კორუფციაზე საუბრობს

21 ოქტომბერი 2022, 11:52 616 ნახვა

,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და ბათუმის მერს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ. უმაღლესი საბჭოს წევრის  ლევან ანთაძის თქმით, პროექტი  „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე„  რეალურად არა ავარიული სახლების ახლით ჩანაცვლება, არამედ დეველოპერებთან ხელისუფლების  კორუფციული გარიგებაა. 

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, ამაზე სპეციალურად შექმნილი კომისიის შემადგენლობაც მიუთითებს, რომლის წევრებიც როგორც ამბობს, მხოლოდ საჯარო პირები არიან. ლევან ანთაძე ქალაქის მერიას მოუწოდებს კომისიის შემადგენლობაში  სპეციალისტებიც ჩართონ და პროცესი უფრო გამჭვირვალე  გახადონ. 

კორუფციული გარიგების ეჭვს ოპოზიციას გარდა კომერციული ინტერესისა ავარიული სახლების ნუსხაში აღმოჩენილი რუსთაველის ქუჩის 10 ნომერში მდებარე  5 სართულიანი კორპუსიც უჩენს, რომელსაც მერიამ რეაბილიტაცია ჩაუტარა.

გარდა ამისა  შენობას ერთი სართულიც დააშენეს, რაზეც  ნაციონალური მოძრაობის წევრები განმარტებებს ითხოვენ. საკითხზე განმარტებებს ველოდებით აჭარის მთავრობისა და მერიისგან.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში