სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი

21 ოქტომბერი 2022, 14:32 599 ნახვა

ომბუდსმენობის კანდიდატების დასახელების ვადა რამდენიმე საათში იწურება. "მოქალაქეებმა" სახალხო დამცველობის 19-ვე კანდიდატი წარადგინეს, თუმცა ჩამოყალიბებული პოზიცია კონკრეტულად ვის დაუჭერენ მხარს არ აქვთ და გადაწყვეტილების მიღებას საკომიტეტო მოსმენების შემდეგ გეგმავენ.

ამბობს, რომ მისთვის უცნობია თუ ვინ არის წარდგენილ პირებს შორის "ქართული ოცნების" ე.წ მითიური კანდიდატი. მისი თქმით, ის არ აპირებს მმართველი გუნდის რჩეულის მხარდაჭერას.

"ლელო“ აქცენტს კანდიდატების კვალიფიკაციასა და საკმარის ბრძოლისუნარიანობაზე აკეთებს. "მოქალაქეების" მსგავსად, პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვთ გახარიას გუნდშიც. ისინიც საკომიტეტო მოსმენებსა და განხილვებს ელოდებიან.

ოპოზიციის მეორე ნაწილი საკუთარ სამ ფავორიტს რამდენიმე საათში დაასახელებს. ცნობილია მათი ვინაობა - ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი. სწორედ ეს კანდიდატები არიან არასამთავრობო სექტორის რჩეულებიც. 

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში