გაწმენდითი სამუშაოები

21 ოქტომბერი 2022, 14:39 1342 ნახვა

ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებშიც. 

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები  მიმდინარეობს.

პროცესში ჩართულია დეპარტამენტის 15 ერთეული მძიმე ტექნიკა, ასევე ადამიანური რესურსი.

ქედაში მერისი ნამონასტრევისა და ქობულეთში, აჭყვის და ჭახათი-ცხემვანის  მიმართულებით გზა უკვე გაიწმინდა და ჩაკეტილი მონაკვეთები  მიმართულებები გაიხსნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში