ევროპარლამენტის გადაწყვეტილება

21 ოქტომბერი 2022, 15:00 743 ნახვა

კიდევ ერთი ევროპული მხარდამჭერი გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინას. ევროპარლამენტი შეთანხმდა, არ ცნოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული სამოგზაურო დოკუმენტები. შესაბამის გადაწყვეტილებას 540-მა ევროპარლამენტარმა მისცა ხმა, ექვსი ინიციატივის წინააღმდეგი იყო, 36-მა კი თავი შეიკავა. აქტის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბებაზე ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. ორივე ინსტიტუტის მიერ დამტკიცებისა და ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ, საკანონმდებლო ინიციატივა ძალაში შევა.

ევროპარლამენტის წევრები აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ყირიმის, სევასტოპოლის, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსირება უკანონოა.

ასევე ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა დაგმო რუსეთის გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა.

დეპუტატები ხაზს უსვამენ, რომ ყველას აქვს უფლება გაექცეს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს და ევროკავშირში ჰუმანიტარული საფუძვლით შევიდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში