პოლარიზაცია უფრო მეტად იგრძნობა დედაქალაქში - სალომე ზურაბიშვილი

22 ოქტომბერი 2022, 20:08 600 ნახვა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, როდესაც საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის პლატფორმის „ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობა და გამოწვევები საქართველოში“ საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, მან პოლონელ, ამერიკელ, კანადელ და ისრაელელ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ რეგიონი ძლიერი იყოს, თვითმმართველობა უნდა იყოს რეალური, პრაქტიკაში გადატანილი და არ დარჩეს მხოლოდ კარგ საკანონმდებლო ბაზად და სტრატეგიად. 

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა პოლარიზაციაზეც და აღნიშნა, რომ პოლარიზაცია უფრო მეტად იგრძნობა დედაქალაქში,  ვიდრე იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ერთმანეთთან თანაცხოვრების ტრადიცია და წესი შენარჩუნებულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში