სიტუაციური სწავლება

23 ოქტომბერი 2022, 10:50 1546 ნახვა

მე-12 მსუბუქი ბატალიონის „ალფა“ ასეულმა ნატო-ს შეფასების ნელ-2 დონის გადამზადების პროგრამა წარმატებით დაასრულა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასეულის სიტუაციური სწავლების მიზანი ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის ფარგლებში ნატოს მე-2 დონის შეფასებისთვის მზადყოფნაა.

„ალფა” ასეულმა თავდასხმითი ოპერაციის მომზადების შემდეგ რეიდის და სამედიცინო ევაკუაციის ამოცანები შეასრულეს. „ალფა“ ასეულს სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი უჭერდა მხარს.

სწავლებაში მონაწილეობენ ჯავშანმანქანა „დიდგორი“ და სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“. დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფმა პირადი შემადგენლობისა და სამეთაურო რგოლის მოქმედებები დადებითად შეაფასა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში