მურუსიძე და გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები გახდნენ 

23 ოქტომბერი 2022, 18:10 846 ნახვა

268 ხმით ლევან მურუსიძე და 267-თ დიმიტრი გვრიტიშვილი კვლავ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არიან.  დღევანდელ პროცესს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც არჩევნებს უნდობლობას უცხადებენ და პროცესს არაჯანსაღად აფასებენ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა მოსამართლეთა კონფერენციას მიმართეს და საბჭო დატოვეს. 

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში