მერაბიშვილის სკანდალური წერილი და “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა

20 იანვარი 2017, 00:00 2553 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობის'' პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია იქნება. ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლამდე, გენერალური მდივნის მოვალეობასაც ის შეითავსებს. დღესვე პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც გახდა ცნობილი.  დააზუსტეს სხვა ტექნიკური საკითხებიც. მათ შორის პარტიის პოლიტ საბჭოს შემადგელობაში რეგიონებისთვის კვოტა განისაზღვრა. 7 ათას დელეგატს სიტყვით პარტიის ლიდერებმა, მიხეილ სააკაშვილმა კი ვაშინგტონიდან მიმართა. ტექნიკური ხარვეზის გამო, დღეს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩეული ლევან ვარშალომიძისა და შეკრებილების კონტაქტი ვერ შედგა. ყრილობის  დასრულების შემდეგ ვანო მერაბიშვილმა თავის ”ფეისბუქ” გვერდზე სკანდალური განცხადება გაავრცელა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში