სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი

24 ოქტომბერი 2022, 14:17 496 ნახვა

მმართველი გუნდისგან განსხვავებით  საპარლამენტო ოპოზიციამ  სახალხო დამცველობის საკუთარი კანდიდატები პარლამენტს უკვე წარუდგინა.   

ომბუდსმენის თანამდებობის დასაკავებლად პარლამენტში 19 განაცხადი შევიდა და პარლამენტს განსახილველად 19-ვე კანდიდატი წარედგინება დღეს ბიუროს სხდომაზე, რომელიც ამ წუთებში იწყება.  პოლიტიკურმა ჯგუფმა "მოქალაქეები" უკლებრივ ყველა მსურველი კანდიდატის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ, "ლელომ" და "რეფორმების ჯგუფმა" ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი წარადგინეს.

სახალხო დამცველის პოსტზე ორი კანდიდატი "ევროპელმა სოციალისტებმა" დაასახელეს - ისინი პარლამენტს ასარჩევად თინათინ ერქვანიასა და ლელა გაფრინდაშვილს სთავაზობენ.

პოლიტიკურმა ჯგუფმა   "გირჩმა"   სახალხო დამცველის თანამდებობაზე იაგო ხვიჩია წარადგინა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში