აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი

24 ოქტომბერი 2022, 19:33 544 ნახვა

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონსა და მსოფლიოში არსებული ვითარება, უკრაინაში მიმდინარე ომი და სამშვიდობო პოლიტიკა- ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრეს და ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა, თქვა, რომ  აზერბაიჯანი საქართველოში სამი მილიარდის ინვესტირებას ახდენს, ასევე თქვა, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანი აპირებს გააორმაგოს ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპაში. ექსპორტის მნიშვნელოვანი გამტარი კი საქართველო იქნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში