ირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა

24 ოქტომბერი 2022, 21:32 651 ნახვა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა.

ილჰამ ალიევი შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, საქართველოს 24 ოქტომბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში