დღეს მთავრობის სხდომა გაიმართა

25 ოქტომბერი 2022, 17:31 572 ნახვა

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ცხრა საკითხი განიხილეს.მათ შორის საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტის საფუძველზე 1 ნოემბრიდან სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება. ეს მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული დაფინანსების მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს.  აღნიშნული  სისტემის დანერგვის შემდეგ სამედიცინო მომსახურების მიღებისას პაციენტს დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ მოუწევს. პაციენტი მხოლოდ  იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანაგადახდის წილი ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში