ანტიკორუფციული კანონპროექტის ინიცირება დღეს მოხდება

26 ოქტომბერი 2022, 10:32 472 ნახვა

შეიქმნება თუ არა ქვეყანაში  ანტიკორუფციული სააგენტო? - სამუშაო ჯგუფი დღეს ბოლო შეხვედრას გამართავს. პროექტი დღესვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დაინიცირდება.

თემაზე მმართველი გუნდის წევრები, ოპოზიციის ნაწილი, მესამე სექტორი და ძალოვანი უწყების წარმომადგენლები თითქმის სამი თვის განმავლობაში მუშაობდნენ. ოპოზიცია აცხადებს, რომ  აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს  დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო. 

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ცვლილებამ მისი მიღების შემდეგ ქვეყანაში ანტიკორუფციული მიმართულებით ინსტიტუციური გაძლიერება უნდა უზრუნველყოს.

ანტიკორუფციული რეფორმის მიღება ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ნაწილია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში