სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი

26 ოქტომბერი 2022, 14:34 577 ნახვა

დღე  მეორე.  დილიდან პარლამენტში  ომბუდსმენობის მსურველ კანდიდატებს უსმენენ. ამ წუთებში სოფიო დემეტრაშვილი  ცდილობს  კანონმდებლებს  გააცნოს საკუთარი კონცეფცია და ხედვა, რაც ომბუდსმენის საქმიანობას უკავშირდება.  უკვე მოუსმინეს  ლელა გაფრინდაშვილს, წინ კი კიდევ ორი პრეტენდენტია.   

ოპონენტებს მმართველი გუნდის დეპუტატების შეკითხვების შინაარსი არ მოსწონთ, რაც მათ ეჭვებს უჩენთ, რომ ,,ქართული ოცნების“  დეპუტატები  კანდიდატებს  ბარიერს შეუქმნიან. 

სახელისუფლებო პარტიაში კი ამის საპასუხოდ აცხადებენ, რომ მათთვის  ომბუდსმენის არჩევისას მთავარია ის კრიტერიუმები, რომლებიც რეგლამენტითაა გათვალისწინებული.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში