საქართველოს და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი განცხადებები

27 ოქტომბერი 2022, 14:41 698 ნახვა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რადგან ბოლო წლებია ბევრს მუშაობს. ვიქტორ ორბანის თქმით, გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა, დისკრიმინაციული და ქართველი ხალხის უპატივცემულობაა. ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ უნგრეთი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირში გაწევრიანდეს.  - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ პრესკოფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, აქვთ სურვილი, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგია მიიღონ საქართველოსა და რუმინეთის გავლით. ორბანმა მომავალ წელს საქართველოში ვიზიტიც დააანონსა. პრესკონფერენციამდე გაიმართა პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც პრემიერებმა უნგრეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.  ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დეკლარაცია ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას დამატებით იმპულსს შესძენს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში