საკრებულოს სხდომა ხულოში

27 ოქტომბერი 2022, 14:47 798 ნახვა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს ხულოს საკრებულოს სხდომაზე.დეპუტატებმა უკვე შესრულებული პროექტებიდან და ჩავარდნილი ტენდერებიდან მიღებული ნაშთით მცირე ინფრასტრუქტურული ღონისძიებებით  ჩანაცვლებას დაუჭირეს მხარი. 4 სოფელში წლის დასაწყისში დაგეგმილი პროექტების ნაცვლად სხვა სამუშაოები განხორციელდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამებისთვის ხულოში წელს გათვალისწინებულია მილიონი ლარი, დაგეგმილი პროექტებიდან უმრავლსეობა უკვე შესრულდა. ასევე საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით, სოფელ დიდაჭარაში ყოფილი ადმინისტრაციული სახლის დაშლის შედეგად მიღებული ხის მასალა ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცემა, რომელსაც ოჯახი  ახალი საცხოვრებლის მშენებლობისთვის გამოიყენებს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში