მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი

21 იანვარი 2017, 00:00 1959 ნახვა

თხილვანას მოსახლეობასთან მოლაპარაკებები დასრულდა. რა სახის დახმარება გაეწევა დაზარალებულ ოჯახებს, საბოლოო  გადაწყვეტილება  ორშაბათს გახდება ცნობილი. მოსახლეობას ხუთი დღეა  ინდივიდუალურად ხვდება აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით რამდენიმე ოჯახი  თანახმაა  სახელმწიფოს შეთავაზებაზე. თუმცა ნაწილს მთავრობის მიერ  შეთავაზებული პირობები არ აკმაყოფილებთ. ისინი  მუდმივ საცხოვრებელს ითხოვენ. თხილვანაში მეწყრული პროცესები 10 იანვარს გააქტიურდა, რამაც საფრთხე 62 ოჯახს შეუქმნა.  სოფელში რვა კაციანი ჯგუფი ყოველდღიურად მორიგეობს.  მათ საშიშროების შემთხვევაში სოფლის გაფრთხილება ევალებათ.

ამავე კატეგორიაში