ომბუდსმენის არჩევის პროცესი

30 ოქტომბერი 2022, 14:46 560 ნახვა

იქნება თუ არა მისაღები კანდიდატი პარლამენტისთვის 19-დან ერთ-ერთი მაინც,რომელიც ახალი სახალხო დამცველის პოსტს ჩაიბარებს, ეს ერთ თვეში გამოჩნდება. ომბუდსმენობის მსურველებთან გასაუბრება კი  მანამდე გრძელდება.პროცესი, რომელიც დეპუტატის გარდაცვალების გამო, რამდენიმე დღით გადაიდო მომავალი კვირიდან ისევ განახლდება. შესაბამისად დეპუტატები მესამე ოთხეულს მოუსმენენ.   კანონმდებლები უკვე გაეცნენ 7 პრეტენდენტის ხედვებს. პროცესთან დაკავშირებით პირველივე დღეს გაჩნდა კითხვები და ეჭვები. მმართველი გუნდის ოპონენტები ირწმუნებიან, რომ ქართული ოცნების დეპუტატები ხელოვნური ბარიერის შექმნას ცდილობენ. ოპოზიცია იმ კითხვების შინაარსზე აპელირებს, რომელთა ავტორებიც სახელისუფლებო პარტიის წევრები არიან.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში