ქართულ-უკრაინული საღამო თოჯინების თეატრში

30 ოქტომბერი 2022, 17:50 1451 ნახვა

''უკრაინა გულში''- ქართულ-უკრაინული საღამო ბათუმში მყოფი უკრაინელი ლტოლვილი ბავშვებისთვის. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, სპექტაკლ ,,იავნანამ რა ჰქმნა?!’’ ჩვენება გაიმართა, რომლის რეჟისორიც ნიკოლოზ საბაშვილია. ღონისძიების მედიატორი ბათუმში მცხოვრები უკრაინელი მსახიობი, ქსენია სტოგოდუკ-გაბაიძე იყო, რომელმაც სპექტაკლის შინაარსი ბავშვებს უკრაინულ ენაზე გააცნო. წარმოდგენის შემდეგ კი  უკრაინული სიმღერა შეასრულა მომღერალმა ეთერ გორაძემ.  

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში