პარლამენტი დღეს ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის საკითხზე იმსჯელებს

02 ნოემბერი 2022, 11:12 542 ნახვა

ევროკომისიის კიდევ ერთ  მოთხოვნაზე -  მეოთხე  პუნქტზე, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას ეხება,  პარლამენტი დღეს საკითხზე იმსჯელებს.   

ანტიკორუფციული ბიურო ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგად პოლიტიკას.  ბიურო ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.  

რაც შეეხება ევროკომისიის რეკომენდაციას, რომელიც 12 პუნქტიდან ერთ-ერთია, ჩანაწერში ვკითხულობთ, რომ   საჭიროა  ახალი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის აღჭურვა მათი მანდატის შესაბამისი რესურსებით და მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში