პარლამენტი დეოლიგარქიზაციის კანონს განიხილავს

02 ნოემბერი 2022, 17:54 466 ნახვა

დეოლიგარქიზაციის შესახებ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის განხილვა საკომიტეტო ფორმატში დასრულდა, დღეს პირველი მოსმენით სესიაზე გაიტანენ. უკვე ცნობილია ოპოზიციის ნაწილის პოზიცია. ისინი კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებენ. ქართული ოცნების მიერ ინიცირებული პროექტი უკრაინის კანონის მაგალითის ანალოგია და მასში დაკონკრეტებულია ვინ არის ოლიგარქი. უკრაინის შემთხვევაში გადაწყვეტილებას კანონპროექტთან დაკავშირებით იღებს პრეზიდენტი, ამ პრივილეგიით კი საქართველოში პარლამენტისარგებლობს. სწორედ ამ მიზეზების გამო არ აპირებენ კანონპროექტის მხარდაჭერას ხელისუფლების ოპონენტები.ქართულ ოცნებაში კი ამბობენ, რომ აღნიშნულ დოკუმენტს ევროკავშირის მხარდაჭერა აქვს და იგი კონკრეტულ ადამიანებზე მორგებული არ არის.   

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში