ბელარუსის საპარლამენტო დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

02 ნოემბერი 2022, 20:02 474 ნახვა

ალექსანდრ ლუკაშენკოს შემდეგ, ბელარუსისა და რუსეთის კავშირის საპარლამენტო დელეგაცია აფხაზეთში პირველად ჩავიდა. დელეგაცია, რომელსაც როგორც ცნობილია ახალგაზრდული პოლიტიკის, სპორტისა და ტურიზმის კომისიის თავმჯდომარე არტემ ტუროვი ხელმძღვანელობდა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტის თავმჯდომარე ლაშა აშუბამ და ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მიიღეს.

აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტის სპიკერის თქმით, შეხვედრაზე ურთიერთობების გააქტიურების შესახებ ისაუბრეს.

28 სექტემბერს აფხაზეთში ბელერუსის პრეზიდენტიც იყოს ჩასული რასაც საქართველოს მხრიდან მძაფრი რეაქცია მოყვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში