პარტია “საქართველოსთვის” წევრების მიმართვა ხელისუფლებას

03 ნოემბერი 2022, 11:45 1206 ნახვა

"კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება და ამ ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვება იქნება თქვენ კისერზე!" - პარტია საქართველოს წევრები მმართველ გუნდს მიმართავენ. 

დეპუტატების განცხადებით, ქართულმა ოცნებამ დეოლოგარქიზაციის, ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცესში არ გაითვალისწინა არც ერთი რეკომენდაცია და შენიშვნა, რომელიც პარტია საქართველოსთვის წევრებმა წარადგინეს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ახორციელებს ფასადურ ცვლილებებს, რაც მათი მტკიცებით, რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს.

პარტია საქართველოსთვის წევრები აცხადებენ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით არსებული გამოწვევები პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ევროინტეგრაციასთან, ამ ფონზე კი ხელისუფლებას მართლმსაჯულების მიმართულებით არა ერთი პასუხგაუცემელი კითხვები აქვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში