კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ

03 ნოემბერი 2022, 11:45 470 ნახვა

ევროსაბჭოს დავალებების შესასრულებლად საქართველოს   პარლამენტში მუშაობა გრძელდება. დღეს საკანონმდებლო ორგანოში დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით კენჭისყრაა დაგეგმილი. 

კანონპროექტი მმართველმა პარტიამ დეპუტატებს უკრაინული მოდელის უცვლელი შინაარსით წარუდგინა.

ოპოზიცია კანონპროექტს სკეპტიკურად უყურებს და ნაწილმა განხილვებშიც არ მიიღო მონაწილება, არგუმენტი ფასადური ცვლილებებია.

მმართველ პარტიაში კი ფიქრობენ, რომ ოპოზიციის ამ დამოკიდებულების მიღმა დესტრუქცია და რეკომენდაციების შესრულებაში ხელის შეშლის მცდელობაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში